სპორტი არა მხოლოდ კუნთებს, არამედ ტვინსაც აძლიერებს. ბიოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ფიზიკური აქტივობის დროს ტვინი ენდორფინს იღებს, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით. ეს კი ხელს უწყობს მგრძნობიარე ნეირონთა განვითარებას, რომლებიც ტვინს აჯანსაღებენ.
გარდა ამისა, როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ენდორფინი მეხსიერებასაც აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებს ვისაც ტვინის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, კვირაში რამდენიმე დღე სპორტით უნდა დაკავდნენ. ამჟამად სპეციალისტები სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად ეფექტური მეთოდების შემუშავებაზე მუშაობენ.