LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული ჟურნალისტები აღარ იარსებებენ: ნიუსებს პროგრამა თავად დაწერს

50

ესპანეთში ამუშავებენ პროგრამას, რომელიც თავად დაწერს სპორტულ სიახლეებს.
პროექტი Narrativa ადრე თუ გვიან ყველა სპორტულ საიტს ჩაანაცვლებს.

Narrativa – სტარტაპია, რომლის მიზანია პლატფორმის შემუშავება, რომელიც შეძლებს მოკლედ ასახოს სპორტული მოვლენა. დევიდ ლორენტემ მსგავსი პროექტის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საყვარელი უცხოური გუნდის შესახებ ესპანურ ენაზე ქსელში ინფორმაცია ვერ იპოვა.

”სევილიამ 2:0 მოუგო ”ატლეტიკს”, რითაც ჯამში 8 საშინაო მოგება მიიღო. გამეირომ გაიტანა პირველი გოლი და საბოლოო ანგარიში დაადგინა პენალტით მას შემდეგ, რაც კოჩოვიაკმა ჯარიმა მიიღო. ”ატლეტიკს” არ გაუმართლდა: მიუხედავად ბურთის ფლობისა, გუნდმა ვერ გამოიყენა მთელი რიგი საგოლე მომენტები”, – ეს გახლავთ სისტემა Narrativa-ს მიერ დაწერილი ტექსტის ნაწილი.
ცნობისთვის, კონტენტის გენერაციის საკუთარი სისტემის შექმნაზე მუშაობენ Associated Press და Reuters.
Washington Post-მა სიახლეების გენერაციის სისტემა რიოს ოლიმპიადაზე გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები