LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი გარდაიცვალა

558
გოგი ფრანგიშვილი

გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში.

გოგი ფრანგიშვილი იყო პროგრამა „მოამბის“ სპორტული მიმომხილველი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების „ასპარეზი“ და „ოვერტაიმი“ ავტორი და წამყვანი, რადიოჟურნალ „ფიზკულტურა და სპორტის“ რედაქტორი.

გოგი ფრანგიშვილი გახლდათ ქართული სპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის „ათენიდან- ათენამდე“ ერთ-ერთი ავტორი.

გოგი ფრანგიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს სპორტის ისტორიისა და საქართველოს დიდი ჩემპიონებისადმი მიძღვნილი მრავალი წერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g