LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები – სოფიო კილაძე

129
kiladze

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდმარის სოფიო კილაძის განცხადებით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაინერგება. თუმცა, ის დასაშვები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

კილაძის თქმით, ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს, რადგან ბავშვების ზნეობრივი ღირებულებებით აღზრდა საკანონმდებლო გარანტიებით არის გამტკიცებული.

„ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? – რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას.

მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან გავიარო კონსულტაციები, აქაც შეუძლიათ მობრძანდნენ კომიტეტის სხდომაზე, რომ არ დარჩეს კითხვები ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა კილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g