გუშინ, ადგილობრივი მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის ბულვარში, კაფესთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ბათუმის ბულვარში, კაფესთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი გამოცემა რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის დამაკმაყოფილებელი. ექიმების თქმით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.
“ერთი, რომელიც სასწრაფოს მიერ არის შემოყვანილი, არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, აქვს შემავალი ჭრილობა თავისა და გულ-მკერდის არეში. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული აქვს კვლევები და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში,“ – აცხადებს ექიმი.
დაშავებულები, ერთი ქალი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.