მანჰეტენზე სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ნიუ-იორკში, თავდამსხმელი ავტომობილით ტროტუარზე ავარდა და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია. თუმცა, ამერიკული მედია მომხდარს ტერაქტად აფასებს.
ნიუ იორკის მერმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ “ეს იყო ტერაქტი, რომელიც მიზნად მშვიდობიანი მოქალაქეების დაშინებას ისახავდა”.
ABC news-ის ინფორმაციით, მოქალაქეების მიმართულებით სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია. ნიუ-იორკის პოლიცია თავდამსხმელის დაკავების ფაქტს ადასტურებს.ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
https://www.facebook.com/cnn/videos/10157518883136509/
Video from scene in lower Manhattan where injured being treated after truck hit into people on bike path. At least 6 have been killed. pic.twitter.com/uZAOiVmGuT
— Nada Tawfik (@bbcnadatawfik) October 31, 2017
როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელ Twitter-ში წერენ, ადგილზე 10 გასროლის ხმა გაიგეს.
Scene of incident in lower Manhattan, where multiple people are injured. pic.twitter.com/oDfunewdNV
— Josh Caplan (@joshdcaplan) October 31, 2017
