მარნეულში სროლა იყო, რის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
