ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია, რომლებიც რეანიმაციაში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.