თურქეთის პარლამენტის შენობასთან ტანკებიდან ცეცხლი გახსნეს, სროლა ისმის სტამბოლის აეროპორტთანაც, ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით კი სროლა ისმის ანკარაში იმ რაიონში, სადაც პრეზიდენტის კომპლექსი მდებარეობს. თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთანაც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სროლა ვერტმფრენებიდან განხორციელდა.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, ქუჩაში გამოვიდნენ.