თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ცნობითვე, დაჭრილი 20 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც ცნობილია, დაშავებული კლინიკაში კერძო ავტომობილით გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.