თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მისსავე სახლში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.