ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით თბილისის ცენტრში სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეზობლებს შორის კონფლიქტს რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად.
დაჭრილი არავინაა.
“ფორტუნა” ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებში.