ზუგდიდში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე სროლა იყო. როგორც “ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, პოლიციის შენობის სიახლოვეს სამჯერ გაისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი.
შემთხვევის ადგილი ამ წუთებში სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
“ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას.