LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ექიმებიც და კლინიკაც, ვინც დასასჯელია, დაისჯება“ – პაციენტს ექიმებმა მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

295
Untitled design

22 წლის გოგოს 3 თვის წინ, ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს.

შემთხვევა თბილისის მარდალეიშვილის კლინიკაში მოხდა. აღნიშნულ პაციენტს განმეორებითი ოპერაცია გუშინ, რუსთავის მარდალეიშვილის ჩაუტარდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიკომენტარს მარდალეიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მომხდარზე კლინიკაც და ექიმებიც სრულ პასუხისმგებლობას იღებენ:

„ძალიან ცუდი ფაქტია, სრულ პასუხისმგებლობას იღებს კლინიკაც და ექიმებიც პაციენტისა და მისი ახლობლების წინაშე.

ამას გამართლება არაფერი არ აქვს, მაგრამ ერთადერთი, ათასში ერთი, დაახლოებით ასეთი სტატისტიკით ხდება. ახლა მამშვიდებს ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია და, იმედი მაქვს, რომ ბინაზე მალე გავწერთ.

რა თქმა უნდა, ვინც დასასჯელია დაისჯება, აქ არ არის ერთი ადამიანის შეცდომა, ეს არის სრული ბრიგადის, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, დაწყებული ექთნიდან, ოპერატორით დასრულებული, კოლექტიური შეცდომაა.

გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ ოპერაცია 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, გადაღლილი იყო კოლექტივი, რომ შევისწავლეთ საკითხი, ყველაზე ხშირად სწორედ ზუსტად ასეთი კომბინირებული ოპერაციების დროს ხდება მსგავსი შეცდომები“, – აცხადებს მარდალეიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g