LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ავტონომიური „ტესლა“ ბაზარზე წელს გამოვა – ილონ მასკი

185
ილონ-მასკი

ილონ მასკის პროგნოზებით, ელექტრონული „ტესლა“ რომელიც სრულად თვითმართვადი იქნება და გადაადგილების დროს მძღოლის ჩარევას არ საჭიროებს, ბაზარზე წელს გამოვა. ასეთი განცხადება მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე გააკეთა.

მასკმა წინა წლებიც გაიხსენა, როცა რამდენიმე მოდელის პრემიერას თამამად ვარაუდობდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მიზნის შესრულება ვერ მოხერხდა. ამჟამად „ტესლას“ დამაარსებელი ფიქრობს, რომ გეგმები ბევრად უფრო რეალისტურია და კომპანიას მათი შესრულება აღარ გაუჭირდება.

ამასობაში, ავტომწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან, რათა უპილოტო მანქანების საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების უფლება მოიპოვონ, თუმცა ეს პროცესი არც თუ ისე მარტივია და დიდი ალბათობით დროში გაიწელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები