LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად სახელმწიფოს გამარჯვება – თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე

321
wuluka rustavi 2ze

“რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ საქმეზე დავა სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.

“დადგინდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, იყო სამართლიანი და სანდო” – განაცხადა წულუკიანმა და თითოეულ მუხლზე, რომელზეც “რუსთავი 2” დაობდა, დეტალური განმარტება მოაყოლა.

“ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წელს მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად ცნო, სრულად “რუსთავი 2”-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი: ძმები ყარამანიშვილების და “ტვ საქართველოს” საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყარამანიშვილების და საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს.

ერთხმად დაუშვებლად ცნო, სამივე მომჩივანის სამართლიანი სასამართლოს არაერთი პრეტენზია.

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილების და “ტვ საქართველოს” სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხება მოსამართლეებს ურთმელიძესა და თოდუას.

ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს ამ საქმეზე საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონენციის მეთვრამეტე მუხლის ჭრილში.

ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ერთვის იმ ერთი მოსამართლის საწინააღმდეგო პოზიციაც, ურთმელიძის და ქალბატონი თოდუას საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ ნაწილზე ვერ შეთანხმდა ყველა მოსამართლე და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება 100-ზე მეტი გვერდისგანაა შემდგარი და მის სამოტივაციო ნაწილს, უწყებაც და მოწინააღმდეგე მხარეც მომავალში დეტალურად გაეცნობა. 

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა

სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დაობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g