LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულფასოვნად ჩავერთვებით პარლამენტის საქმიანობაში და ღიად ვაჩვენებთ ყველას რას აკეთებს „ქართული ოცნება“: ნონა მამულაშვილი

113
maxresdefault (2)

რა გეგმები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ნონა მამულაშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეიდან „ენმ“ საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთვება და ისინი კონსტრუქციულად გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა იმ დანარჩენი პუნქტის შესრულებისთვის, რაც არის აღნიშნული შარლ მიშელის დოკუმენტში.

„სრულფასოვნად ჩავერთვებით პარლამენტის საქმიანობაში და ძალიან ღიად ვაჩვენებთ ყველას რას აკეთებს „ქართული ოცნება“. ხმამაღლა მოგვიწევს საუბარი იმ კანონპროექტებზე, რომლებიც უკვე შეიმუშავეს და ცდილობენ, რომ ჩუმად შეაპარონ. ჩვენ შევედით პარლამენტში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის.

უამრავი დარღვევა, კორუფციული სქემა და დანაშაული იყო ჩადენილი „ქართული ოცნებასთან“ დაახლოვებული პირების, მაღალჩინოსნების მიერ. ხდებოდა კორუმპირებული მართული სასამართლოს საშუალებით სხვადასხვა საქმეების გადაფარვა, ჩაჩუმება. კომიტეტებზე აუცილებლად განვიხილავთ ამ თემებს და საჯაროს გავხდით“,-განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში მივიდნენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები