LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული 28 დღე ვშიმშილობდით, მიჭირს ჭამა, საჭმლის მიღება არ მსიამოვნებს” – რას აცხადებს უსინათლო ლეილა ვეფხვაძე, რომელიც სასამართლოში ჩივის

133
ლეილავეფხვაძე

მიჭირს ჭამა, საჭმლის მიღება არ მსიამოვნებს – აცხადებს უსინათლო ლეილა ვეფხვაძე, რომელიც ამბობს, რომ 28 დღე იშიმშილა.

“სრული 28 დღე ვშიმშილობდით, მოთხოვნა იყო რომ დავებრუნებინეთ სამსახურში, იმიტომ, რომ ჩვენი გათავისუფლება იყო არაკანონიერი. დღეს არის სასამართლო, 11 კაცის აღდგენაზეა საუბარი, ჩვენ განაცდურის ანაზღაურებას იმიტომ ვითხოვთ, რომ ჩვენი მიზეზით არ წავსულვართ სამსახურიდან, მათ გაგვიშვეს. უბრალოდ, წმენდა მოაწყვეს. რა თქმა უნდა, განაცდურიც უნდა აგვინაზღაურონ, ჩვენ უკვე მეშვიდე თვეა ხელფასი არ აგვიღია, რითი ვარსებობთ, როგორ ვცხოვრობთ, გვაქვს თუ არა საარსებო საშუალება, არავის უკითხავს”, – ამბობს ვეფხვაძე.

უსინათლოების პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g