„ჩვენი სხეულებით გადავეფარებით, ისედაც ყველაზე მარგინალიზირებული ადამიანების უსაფრთხოების და მომავლის დაცვას“- ასე ეხმაურება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
„სრული მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანებს!
ჩვენი სხეულებით გადავეფარებით, ისედაც ყველაზე მარგინალიზირებული ადამიანების უსაფრთხოების და მომავლის დაცვას.
ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში არ დამყარდება!!!“, – წერს თამთა მიქელაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას.