აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული კარიერაში მიღწეული ახალი ეტაპის შესახებ ამცნობს საზოგადოებას და სასიამოვნო სიახლეზე წერს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“1995 წელს ჩამოვედი პირველად ამერიკაში. მერე იყო გრძელი გზა, უბრალო რეზიდენტიდან დაწყებული და დღეს უკვე სრული პროფესორობა მომილოცა მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ.
მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა კი ის სკოლაა, სადაც 1963 წლის 11 ივნისს, ბრწყინვალე ქირურგმა ჯეიმს ჰარდიმ მსოფლიოში პირველად განახორციელა ფილტვის ტრანსპლანტაცია ადამიანებში.
ძალიან მეამაყება, რომ ამ აკადემიური სკოლის წარმომადგენელი ვარ.
დიდი მადლობა დაფასებისათვის, ამერიკა! ❤
დიდი მადლობა მისისიპი! ❤
P.S. არ ვაპირებდი ამ წერილის გასაჯაროებას, მაგრამ მინდა გავუადვილო საქმე ქართველ სამთავრობო და მოხალისე ტროლებს, ტელეკომპანია “იმედს” და სხვა დაინტერესებულ “კეთილისმსურველებს”, როცა ჩემი აკადემიური ხარისხის მოძიებას შეუდგებიან ინტერნეტში “- წერს ზურაბ გურული.
