LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული თანხა გადავრიცხე ესტონეთში.. შემდეგ კვირას 3 SUV მანქანა საქართველოს დროშით გაემგზავრება უკრაინაში! – რა ინფორმაციას ავრცელებს ვერა ქობალია

2532
BeFunky-collage (35)

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან დახმარების სახით გადარიცხული თანხის შესახებ ბოლო ცნობებს უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ 3 SUV მანქანა უკრაინაში მომდევნო კვირას გაემგზავრება.

“Update: დიდი დიდი მადლობა ყველას! ჯამში შემოვიდა $10,925 (კანადური დოლარი) ფეისბუკის, პეიპალის და კრედიტ კარტების გადარიცხვით (თანხა შემოვიდა საქართველოდან, ამერიკიდან და კანადიდან).

გუშინ სრული თანხა გადავრიცხე ესტონეთში. 3 ივნისს დაჯდება ესტონურ ანგარიშზე. და შემდეგ კვირას 3 SUV მანქანა საქართველოს დროშით გაემგზავრება უკრაინაში!

რატომ 3? რადგან დამატებით შემოვიდა $20,000 USDT / TRC20 (კრიპტო) “ქართველი მეგობრებისგან”. დიდი მადლობა ამ ადამიანებს ასეთი მხარდაჭერისთვის.

ამიტომ 3 SUV მანქანა შემდეგ კვირას წავა უკრაინაში:

– 2 პირველ ხაზზე სევეროდონცკის მიმართულებით, და 1 SUV მანქანა გადაეცემა ქართველ მებრძოლებს უკრაინაში! Levan Fifia -ს მანქანასთან ერთად მივაწოდებთ დრონს (dji mavic 3).

უკრაინელებს ასევე გადაეცემა გენერატორები, ღამის ხედვის მოწყობილობები, და ბევრი სხვა ტექნიკა და სამედიცინო ნივთები. აქ დავდებ ყველაფრის ფოტოებს როცა მანქანები ჩავა უკრაინაში.

მადლობა თქვენ! ესტონელებმა და უკრაინელებმა მთხოვეს გადმომეცა დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ესტონელი მეგობრები არიან ახლა ირლანდიაში, მანქანების შესაძენად. მანქანები მოგვყავს უკრაინაში ევროპის ყველა მიმართულებიდან. შემდეგი კვირის კოლონა ირლანდიიდან წამოვა!”, – წერს ვერა ქობალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g