LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი: 2021 წელს უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია 

86
borderizatsia_w_h

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.

ანგრიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს.

2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმარტულებით უკანონო ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.

2021 წელს გაზრდილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირობით საზღვართან უკანონო დაკავებების რაოდენობაც. ამ წელს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებთ – 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა. 2020 წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 64 და აფხაზეთის მიმართულებით 13 უკანონო დაკავებაა დაფიქსირებული.

2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g