2022 წლის 7 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარლამენტის წევრ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაყიდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი“.
აღნიშნული ინფორმაციის პასუხად განმეორებით გვინდა განვაცხადოთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილის ხელთ არსებული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთო საცხოვრებელს, სხვა უძრავი ქონების მსგავსად, ფლობდა სარგებლობის უფლებით, რომელიც 2007 წლის ზაფხულში სრულად გადავიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში.
ინფორმაციას სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.