„ჩვენ ბიჭებს და საქართველოს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. ბოლოს რაც მოხდა იყო ნამდვილად სამარცხვინო, არა ადამიანური და არა ქართული“, – ასე ეხმაურება მომღერალი, აჩიკო ნიჟარაძე საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს.
მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ „უნდა იყოს ჯარიმა ამ ძალიან სამარცხვინო საქციელზე, რომ აღარ გაბედოს არავინ სტადიონზე გადასვლა“:
„იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ, ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?“ – დათო ლიკლიკაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინციდენტზე
მისი თქმით, „ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6“:
„ჩვენ ბიჭებს და საქართველოს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. ბოლოს რაც მოხდა იყო ნამდვილად სამარცხვინო, არა ადამიანური და არა ქართული. ამ ქმედების გამო, იმ ხალხს ვისაც არც გულშემატკივრობა ეშლება და არც სტუმრის პატივისცემა, ძალიან დიდი შანსია რომ დაჯარიმდეს და მომდევნო უფრო მნიშვნელოვანი თამაში გულშემატკივრის გარეშე ჩაგვატარებინონ. ამიტომ უნდა იყოს ჯარიმა ამ ძალიან სამარცხვინო საქციელზე, რომ აღარ გაბედოს არავინ სტადიონზე გადასვლა. სტადიონის ინვენტარის დაზიანება რა სიქაჯეა და რა სიგოიმეა. დროშების მოგლეჯვა. მერე ბოთლების სროლა. ჯუნგელბში გაიზარდა ეს ხალხი? მოედანზე ბიჭების დამოკიდებულება და კარგი განწყობა მოწინააღმდეგის მიმართ იყო შესამჩნევად კარგი. რატომ აპირისპირებთ ყველას ერთმანეთთან?“ – წერს მომღერალი.
ჩვენ ბიჭებს და საქართველოს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას 🇬🇪🇬🇪🇬🇪 ბოლოს რაც მოხდა იყო ნამდვილად სამარცხვინო, არა…
Posted by Achiko Nizharadze on კვირა, 23 მარტი, 2025