ზურა შევარდნაძე გარდენიაში სტაჟირების პროგრამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მებაღე წერს, საბოლოოდ სამ ადამიანს აარჩევენ.
„სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა გარდენიაში!!!
პრაქტიკული მებაღეობის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ვისაც უნდა, შეიძინოს ცოდნა, გამოცდილება და იმუშაოს გამოცდილ მებაღეებთან ერთად, გვინდა ვაცნობოთ, რომ სამი ადგილი გვაქვს გარდენია შევარდნაძეში.
სტაჟირების პროგრამის დეტალები:
ხანგრძლივობა: 6 თვე (აპრილი, მაისი, ივნისი) (სექტემბერი, ოქტომბერი ნოემბერი)
მდებარეობა: გარდენია შევარდნაძე
დაწყების თარიღი: 1 აპრილი
რას მოიცავს:
-ბაღის და მცენარეთა მოვლის პრაქტიკული უნარების და ცოდნის შეძენა;
-გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად მუშაობა;
-თეორიულ სემინარებზე დასწრება;
-სხვადასხვა საინტერესო სამებაღეო, ფლორისტულ, საგამოფენო პროექტსა და აქტივობებაზე მუშაობის შესაძლებლობა;
-გულმოდგინე ჩართულობის დასტურად, სამუშაო ვადის ბოლოს, სტაჟიორის სერტიფიკატით დაჯიდოება.
ჰონორარი ნამუშევარ დღეზე 30 ლარი (ერთიანი ანაზღაურება ყოველი თვის ბოლოს).
ნაყოფიერი წლის დასასრულს, ბონუსი 1000 ლარი.
ვმუშაობთ ყოველდღე ორშაბათის გარდა 9 00 დან 18 00 საათამდე.
განაცხადის შეტანის წესი: გამოგვიგზავნეთ გარდენია შევარდნაძის ფგ გვერდის შეტყობინებაში მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც მოგვიყვებით თქვენზე და რატომ დაინტერესდით ამ პროგრამით. მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 30 მარტი,“ – წერს ზურა შევარდნაძე.