2017 წლის 19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს იოსებ ჯუღაშვილის დირიჟორობით. დირიჟორი იოსებ სტალინის შვილთაშვილი გახლავთ. ის 1994 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში აქვს მიღებული, 2016-2017 წლებში იყო სიბელიუსის აკადემიის გაცვლითი სტუდენტი. 2012 წლიდან დღემდე თბილისის მუსიკალური სემინარიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი გახლავთ.
19 ნოემბერს დაგეგმილ კონცერტზე სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე პიანისტი გიორგი გიგაშვილი წარდგება. შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N21 და სიმფონია N41.
გენერალური პარტნიორი: „ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი“.
კონცერტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „ბადაგონი“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედი ჰოლდინგი „პალიტრა“, საინფორმაციო პორტალი 118 08