LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის ციდან ვერტმფრენებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოაგდებენ

126

სტამბოლის პოლიციის ხელმძღვანელმა მუსტაფა კალისკანმა გასცა ბრძანება, ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელიც ქალაქის თავზე ნებართვის გარეშე გადაიფრენს, ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე ჩამოაგდონ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომების დასაცავად სტამბოლში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალური დანაყოფის 1800 მებრძოლი ჩაიყვანეს.

პოლიციის დამატებითი ძალები ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას ახორციელებენ.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა მინიშნება, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს.

შაბათს ღამეს რამდენიმე სამხედრო დანაყოფმა გადატრიალების მოწყობა სცადა, შედეგად 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g