LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლს მესამე აეროპორტი ექნება (ფოტოები)

151

სტამბოლს მალე, მესამე აეროპორტი ექნება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდება. აეროპორტი თურქეთის ევროპულ ნაწილში, შავი ზღვის გასწვრივ შენდება.

ახალი აეროპორტი სტამბოლიდან 35 კილომეტრის მოშორებით იქნება, თუმცა ქალაქთან დააკავშირებს როგორც სარკინიგზო ხაზი, ასევე ავტობუსები.

როგორც თურქეთში აცხადებენ, ახალი აეროპორტიდან 250 ავიაკომპანია 350 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს ფრენებს. ეს ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბი იქნება.

მხოლოდ მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, აეროპორტი 90 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მისი საჰაერო მოძრაობის საკონტროლო კოშისთვის სპეციალური დიზაინი შემუშავდა. ამ კოშკურას ტიტის ფორმა ექნება:

ლუფთანზას თურქეთის ფილიალის უფროსის განცხადებით, ახალი აეროპორტი გლობალურ საავიაციო სექტორს დიდ სტიმულს მისცემს.

“ეს აეროპორტი საავიაციო ინდუსტრიას მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ქემალ გეერმა და აღნიშნა, რომ “მისი გეოგრაფიული უპირატესობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიმზიდველია.”

 

სტამბოლის რიგით მესამე აეროპორტი, მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი იქნება. მისი საბოლოოდ დასრულება 2028 წელს იგეგმება. სრულად ამუშავებულს მას 6 ასაფრენი ბილიკი და მსოფლიოში უდიდესი “დუტი ფრის” მაღაზია ექნება. აქვე იქნება, ევროპაში ერთ–ერთი უდიდესი ავტოსადგომი 24,000 ავტომობილის ადგილით.

როგორც ვარაუდობენ, ახალი აეროპორტი წელიწადში 200 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g