LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში ერდოღანის მუზეუმს გახსნიან

126
6k1stpxp4b1l2zsnztz29pjhwwij6vh9

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც თურქეთში 2023 წლის 18 ივნისისთვის ჩატარდება, ერდოღანის მუზეუმის გახსნა იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Big Asia ავრცელებს.

მუზეუმი სტამბოლის ევროპულ ნაწილში განთავსდება – იქ, სადაც ერდოღანმა თავისი ცხოვრების პირველი წლები გაატარა.

საგამოფენო სივრცეში ვიზიტორები ერდოღანის და მისი მეუღლის ფოტოებს, ასევე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ვიდეომასალას იხილავენ. გარდა ამისა, მუზეუმში შესაძლებელი იქნება ერდოღანის წარმომავლობის ისტორიის გაგებაც.

ახალი სივრცე ივნისის არჩევნებისთვის გაიხსნება, თავად არჩევნები კი შესაძლოა შედარებით ადრეც ჩატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები