საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან და 10-მდე ქართულ კერძო კომპანიასთან ერთად, სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_11-42-45_702360-1024x682.jpg)
საქართველოს საპრომოციო სტენდთან, EMITT 2025-ის ფარგლებში, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კი, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან B2B ფორმატის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_11-42-19_341219-1024x683.jpg)
სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. ღონისძიებაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_11-42-26_081696-1024x683.jpg)