LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

147
სტამბოლი

სტამბოლის მერიის სატრანსპორტო საკოორდინაციო ცენტრმა (UKOME) საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფასების მატება საექსპლუატაციო ხარჯებისა და საარსებო მინიმუმის ზრდითაა განპირობებული.

უფრო კონკრეტულად, ქვეყნის ტურისტულ ცენტრში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელექტრონული ბილეთი, 17.70-ის ნაცვლად, 20 თურქული ლირა ეღირება, ტაქსით მგზავრობის საფასური კილომეტრზე, 17.61-ის ნაცვლად, ასევე 20 ლირა გახდა, ბორნით გადაადგილება, 22.42-ის ნაცვლად, 25.33 ლირა დაგიჯდებათ, წყლის ტაქსის გამოყენებისას კი პირველ კილომეტრში, 210-ის ნაცვლად, ორმაგის – 420 ლირის გადახდა მოგიწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g