9-13 ოქტომბერს სტამბულში მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ესწრება.
როგორც “ფორტუნას” სამინისტროდან აცნობეს, კონგრესში მონაწილეობს 200-მდე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორიდან.
მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი საზეიმოდ გახსნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა. ქართულ დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრი ხელმძღვანელობს. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და პანელები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მსოფლიოს გლობალურ ენერგეტიკულ გამოწვევები, განახლებადი და მდგრადი ენერგიების განვითარება და სხვა.
კონგრესი 13 ოქტომბერს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილია ელოშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბერათ ალბაირაქთან.