თამაშის Star Wars: Battlefront გამოსვლამდე თვეზე ნაკლები რჩება, ამასთან დაკავშირებით კომპანიებმა Electronic Arts და Sony შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი წარმოადგინეს. რეკლამაში ოფისის თანამშრომელი იხსენებს უდარდელ ბავშვობას. უეცრად ფანჯარაში ნამდვილ X-Wing-ს დაინახავს და ვიდეოს გმირი „ვარსკვლავური ომების“ ფანტასტიკურ რეალობაში აღმოჩნდება.