ცნობილი კომპანია Starbucks რუსეთში ოპერირებას აჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსული ბაზარი McDonald’s-მაც დატოვა.
რესტორანმა რუსეთის მასშტაბით 850 ობიექტი დროებით დახურა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მრავალი ცნობილი კომპანია შეუერთდა.