ყავახანების უმსხვილესი ამერიკული ქსელის Starbucks ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელიც მიზნად უსაფრთხოების გაზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, მომხმარებლებს, რომლებიც არაფერს შეუკვეთავენ, კაფეში ყოფნის ან მისი ტუალეტით სარგებლობის უფლება აღარ ექნებათ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ Starbucks-ის კაფეებში ინტერნეტი და უფასო წყალიც მხოლოდ მომხმარებლებისთვის და მათი თანმხლები პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიის ახალი წესები აშშ-სა და კანადაში მდებარე 11 000 დაწესებულებაში 27 იანვრიდან ამოქმედდება.