მას შემდეგ, რაც “ბლუმბერგზე” გამოქვეყნდა სტატია და მისმა ავტორმა ივანიშვილს “ჩრდილოვანი ბოსი” უწოდა, მმართველ გუნდში ამ შეფასებას სამარცხვინო უწოდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ ეს ოპოზიციის მიერ “დასპონსორებული” სტატიაა. არჩილ თალაკვაძეს გავლენიან გამოცემა “ბლუმბერგზე” გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრების ავტორი პირადად ეხმაურება.
"საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტს ქირაობს": შეკვეთილია თუ არა ბლუმბერგის სტატია
არის თუ არა ხსნა "ქართული ოცნებისთვის" მილიონების დახარჯვა, რომ დასავლური კრიტიკა შეწყდეს?
ილაი ლეიკი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სტატია “დასპონსორებული” არ ყოფილა. “სრულიად მცდარი განცხადებაა… ბლუმბერგის გარდა საავტორი სვეტების მომზადებაში ფულს არავინ მიხდის”, – ამბობს სტატიის ავტორი.
შეგასხენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სტატია, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის ნახსენები, მაღალი ალბათობით დასპონსორებულია.