11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს, ორგანიზაციის „ForSet“ ხელშეწყობით, ბიზნესისადა ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული 16-დან 25 წლამდე გოგონებისთვის ერთდღიანი ღონისძიება ჩატარდება.
ღონისძიება მოიცავს:
- საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების ინსპირაციულ გამოსვლებს შემდეგ თემებზე: კარიერა STEAM-ში, როგორ დაიწყეს, რა გამოწვევებს წააწყდნენ, რა დაეხმარათ წინსვლაში;
- ვორქშოპებს/მასტერკლასებს;
- ინტელექტუალურ, სახალისო თამაშს პრიზებით.
ღონისძიება ტარდება „ფორსეტის“ პროექტის „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.
