LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „პუგაჩოვამ პრესკონფერენცია ჩაატარა ჩვენ წინააღმდეგ და დღეს აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან გაიქცა…“

737
stefane

სტეფანე, ზაზა შენგელია და კახაბერი „რუსთავი 2“-თან იხსენებენ 2009 წლის „ევროვიზიისთვის“ შექმნილ სიმღერას სახელწოდებით We Don’t Wanna Put In, რომელიც კონკურსზე არ დაუშვეს. სტეფანე აღნიშნავს, რომ მაშინ ამ სიმღერის გამო ალა პუგაჩოვამ სპეციალური პრესკონფერენციაც გამართა და ისინი გააკრიტიკა, ახლა კი თავად გაიქცა რუსეთიდან:

„მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო და რაღაც პროცენტით დავუშვით, რომ შეიძლებოდა, ეს სიმღერა გასულიყო „ევროვიზიაზე“… თუ გავიდოდით, არ გვინდოდა მოცეკვავეები, სცენაზე შუშის დაჯავშნილი ბარიერის გაკეთება გვინდოდა. რუსეთში დაცული არავინ არასდროს ყოფილა და დღეს მით უმეტეს, ვხედავთ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ახლა…

დიანა ღურწკაია გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ, ეს მახსოვს… რა სირცხვილია… ბრაზიც მქონდა და მეცინებოდა კიდევაც და არასამართლიანობის მომენტიც იყო – პუგაჩოვადან დაწყებული ბევრი რუსი ვარსკვლავით დამთავრებული, ასეთი „სფიჩებით“ ცდილობდნენ ქულების დაწერას. პრესკონფერენცია ჩაატარა ჩვენზე და აღმოჩნდა, რომ ალა პუგაჩოვა დღეს გაიქცა რუსეთიდან…“

სტეფანე: “ევროვიზიის საბჭოს მაშინ ეს ჭკუა რომ ჰქონოდა, დაგვიშვებდა სიმღერით “we don’t wanna put in”

სტეფანე: „მყავს ქართველი ნაცნობები, რომლებიც რუსეთში დარჩნენ, სვავებივით უნდათ დამკვიდრდნენ…“

ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g