LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: ”ვერ მივხვდით, რომელს უფრო მძიმე ხასიათი გვქონდა”

3

Ardaidardo.Geუსმენ არ დაიდარდოს?

რომ გითხრა რადიოს ვუსმენ, ან ტელევიზორს ვუყურებ, ასე არ არის, მე ინტერნეტს ვიყენებ და რასაც მინდა იმას ვირჩევ. ინტერნეტმა ასე გაამარტივა ყველაფერი. არც იმ მიზნით ვირჩევ რადიოს, რომ გავიგო რა ხდება ქართულ შოუბიზნესში. ბოლოს მოვისმინე ძალიან კარგი ბიჭი, მაქსიმე. მისი ერთი ტრეკი მომეწონა.სხვა არც მაქვს მოსმენილი.


განსხვავებული სტილი გაქვს, აღარ აქტიურობ, რატომ?

მე როგორც პროდიუსერი ისეც ვმოღვაწეობ და ამის აფიშირება არ მიყვარს, ვმუშაობ კონკრეტულ პროდუქტზე და მირჩევნია ვიყო ჩრდილში. რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა, ”ახალ ხმაში” ზედიზედ სამი სეზონი ვიმუშავე, შემდეგ იყო ”იქს ფაქტორი”, შემდეგი წელი ჩავაგდე, ვფიქრობდი, დიდი დოზით არ ვყოფილიყავი საზოგადოების წინაშე.


როდის შეიქმნა სიმღერა”დამიბრუნდი”, ხშირად ჟღერს ხოლმე ის ჩვენს ეთერში, მოგვიყევი მის შესახებ…

ავთო ბადუაშვილის სიმღერაა. ჩემი აღმოჩენა იყო ის, დიდ ასპარეზზე მე გავიტანე მისი სიმღერები. ტექსტი ჩემი დაწერილია. უკავშირდება ჩემს მოგონებებს, ჩემი პირველი ალბომის შემდეგ მეორე ალბომზე დავიწყე მუშაობა, პირველი ძალიან ელექტრო და მძიმე იყო და არავის აინტერესებდა.


როგორი მძღოლი ხარ?

მანქანის გაჩერების პრობლემა მაქვს. პატრულთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე არ ვარღვევ და ვერ ვიტან მათ, ვინც არღვევს, ბლუთუსით ვსაუბრობ ხოლმე ტელეფონზე. ჯარიმა მომივიდა და ძალიან მეწყინა, სიჩქარეს გადავაჭარბე. ყოველთვის ძალიან სწრაფი მანქანები მყავს, მაგრამ სწრაფად არ დავდივარ, 10 კმ/სთ-თაც რომ გადავაჭარბო, უკვე ჯარიმა მომდის. როდესაც მძღოლები ტელეფონზე საუბრობენ, კონცენტრაციას ვერ ახდენენ, თუმცა ეს არ მაწუხებს, მე ვბრაზდები, როდესაც ურიგოდ ეტენებიან ხოლმე.


რატომ დასრულდა შენი და სამი გოგოს პროექტი?

ზოგადად მე არ ვუსმენ ჩემს დაწერილ სიმღერებს და ცოტა ხნის წინ მოვისმინე. მაშინ მეჩხუბებოდნენ ხოლმე, რომ ძალიან ელექტრო მუსიკას ვაკეთებდი. დღეს გადატენილია კლუბები ასეთი მუსიკით. გოგოებთან შეთანხმებით დავიშალეთ. მივხვდით, რომ მეგობრობის შესანარჩუნებლად დაშლა ჯობდა. თუმცა ძალიან წარმატებულები ვიყავით. ევროპის 15 ქვეყანაში გვქონდა ტურნე. ხასიათებით ვერ შევეწყვეთ, ჩვენ ოთხში ვერ მივხვდით, რომელს უფრო მძიმე ხასიათი გვქონდა.


იყო ბრალდებები შენი და კახაბერის მიმართ…

ორ სამ მომღერალზე იყო საუბარი, რომლებიც ამბობდნენ რომ ვბლოკავდით, დანარჩენები გიჟები ამბობდნენ, რომ ვბლოკავდით, უბრალოდ არ მოგვწონდა და ისინი დღესაც დაბლოკილები არიან, არ ჩანან. მე ვფიქრობ თბილისს არ უხდება ისეთი ენერგეტიკის მატარებელი კონცერტი რაც წელს, ახალი წლის ღამეს ჩატარდა. ჩვენს გაკეთებულ კონცერტებს ყოველთვის ესწრებოდა 80 ათასამდე ადამიანი, სატელევიზიო რეიტინგი კი 30%-ს უტოლდებოდა. წლევანდელ კონცერტს ასეთი შედეგი არ ჰქონია. ვარ 36 წლის, ჩაფიქრებული მაქვს, 40 წლის რომ გავხდები სალონურ, გემრიელ კონცერტს გავაკეთებ. მანამდე კი დავაგროვებ ჩემთვის ღირებულ ნამუშევრებს.


რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

არაფერი… ყველაფერი კარგად არის.


სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი. 2 კვირაში ყველა გაიგებს, საქართველოს უკავშირდება.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომელსაც ქეთათოსთან ერთად ასრულებ და რომლის ექსკლუზივიც ”არ დაიდარდოს” ეკუთვნის?

რამდენიმე წლის წინ მე და ქეთათო ვთამაშობდით მიუზიკლში ”ვერის უბნის მელოდიები”. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი. ძალიან ბევრი ენერგია ჩავდეთ ამ სპექტაკლში. ქეთათომ მითხრა, რომ გაძლევ უფლებას ჩაწერო მისი სიმღერაო. მეც ავდექი და ჩავწერე ”ისტორიას დარჩება”. ალეკო ბერძენიშვილთან ერთად ”ბრავოში” ჩავჯექით და გავაკეთეთ. ქეთათოს ძალიან მოეწონა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველამ გააკეთა ეს სიმღერა. ”მაიმუნები ვართ” – ასე დავარქვით ჩვენებურ ვერსიას. ვიდეორგოლის გადაღებას არ ვგეგმავთ.

სტეფანე & ქეთათო – მაიმუნები ვართ (India)

AudioSTEPANE & QETATO – MAIMUNEBI VART (India)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioswiopa

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები