სტეფანე სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსების შესახებ წერს, რომელთა ვინაობაც არ იცის, თუმცა მისი შეფასებით, ამ უკანასკნელებს თავი ვარსკვლავები ჰგონიათ:
„ვგიჟდები, ამ პოლიტიკოსებს საკუთარი თავი ჯეი ზის და ელტონ ჯონის დონის ვარსკვლავები რომ ჰგონიათ და ისე სხდებიან მანქანაში, გეგონება უელსის პრინცები იყვნენ… უკომენტაროდ, ლამაზად, შავი სათვალით, დაცვებით და მძღოლებით, კაი ჰოლივუდის ფილმივით.
ამ დროს ვაკვირდები და არც სახელი ვიცი, ვინ არის და არც გვარი…“
