15 წელი გავიდა მაშ შემდეგ, რაც მწერალმა სტეფანი მაიერმა რომანი „ბინდი“ დაწერა. წიგნი ბესტსელერად იქცა, მისი მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა კი თინეიჯერებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მწერალი საგის გაგრძელებას, „შუაღამის მზე“ უშვებს, მისი წაკითხვა უკვე ხვალ იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მოვლენები მთავარი მოქმედი გმირის, ვამპირი ედვარდ კალენის ირგვლივ ვითარდება და მისი თვალით დანახულ სამყაროს ასახავს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული წიგნის მიხედვით ფილმსაც გადაიღებენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, შესაბამისად არც ის ვიცით, ვინ შეასრულებს ვამპირი ედვარდის როლს.
უნდა აღინიშნოს, რომ ედვარდის როლის შემსრულებელი, რობერტ პატინსონი უკვე განსხვავებული კინოროლებითაა დაკავებული, მალე მისი შესრულებით „ბეტმენს“ ვიხილავთ, ახლა კი მსახიობი „ნეტფლიქსთან“ თანამშრომლობს და ფილმზე The Devil All The Time (ემუდამ ეშმაკი) მუშაობს. თრილერის პრემიერა მომდევნო თვეში შედგება. ფილმის სიუჟეტი ვეტერანების რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოგვითხრობს.