LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანი მეიერმა „ბინდის“ საგის გაგრძელება დაადასტურა

148
Untitled design - 2025-09-19T121825.442

მწერალმა სტეფანი მეიერმა მიანიშნა „ბინდის“ საგის გაგრძელებაზე, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ასრულებენ. მან თქვა, რომ კიდევ ორ წიგნზე მუშაობს, რომლებიც ჩვეულებრივი ამერიკელი სკოლის მოსწავლის ბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

„ჩემთვის ეს ამბავი გრძელდება. და თუ მე არ ვიცოცხლებ ამ წიგნების გამოცემამდე, სხვა იცოცხლებს“, – თქვა 51 წლის მეიერმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა, ამერიკა“.

მეიერის პირველი რომანის, „ბინდის“ გამოსვლიდან ოცი წელი გავიდა. რომანს კიდევ რამდენიმე წიგნი და ხუთ ფილმიანი ფრენჩაიზი მოჰყვა, რომელმაც 3.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და პატინსონის, სტიუარტისა და ტეილორ ლოტნერის კარიერას საფუძველი ჩაუყარა. ბოლო ფილმი, „ბინდის საგა: განთიადი – ნაწილი 2“, 2012 წელს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ისტორია ბედნიერი დასასრულით მთავრდება, როდესაც ვამპირად ქცეული ბელა და ედვარდი მტრებს იშორებენ და მათ ერთად მარადიული სიცოცხლე ელით.

Netflix-ზე „ბინდის“ მიხედვით გადაღებული ანიმაციური სერიალი გავა

სტეფანი მაიერი 15 წლის შემდეგ „ბინდის“ გაგრძელებით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები