LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდაში სატვირთო მანქანების ავტოსადგომი მოეწყობა

104

სტეფანწმინდაში სატვირთო მანქანების ავტოსადგომი მოეწყობა. ამისთვის ინვესტორს 69 762 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა.ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი აუქციონი გამოაცხადა. საწყისი წლიური საიჯარო გადასახადი 21 ათასი ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ არანაკლებ 700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს, ამისთვის კი სულ მცირე 600 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს გარე განათებას, ავტოსადგომის თანამშრომელთა სამუშაო და მოსასვენებელ ოთახებს, კვების ობიექტებს, მძღოლების შეკრებისა და მოსასვენებელ ადგილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g