Stellantis-ის კონცერნის ელექტრომობილები შეძლებენ, რომ „ტესლას“ სწრაფი დამუხტვის სადგურებით ისარგებლონ. ჯერ კიდევ 2 წლის წინ Tesla-მ პირობა დადო, რომ თავის საფირმო სადგურებს Supercharger-ს სხვა ბრენდების ელექტრომობილებისთვის გახსნიდა. 2023 წელს ამერიკულმა მწარმოებელმა შესაბამის შეთანხმებას მიაღწია Ford-თან და General Motors-თან, ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია რომ Stellantis-ის რიგიც მოვიდა. იმისათვის, რომ სხვა ბრენდების ელექტროქარების მეპატრონეებმა supercharger-ის სადგურით ისარგებლონ, მანქანები სტანდარტი NACS-ით უნდა იყოს აღჭურვილი, ანუ იმ სისტემით რომელსაც Tesla იყენებს.
Tesla-მ NACS-ის ტექნოლოგიაზე წვდომა არამხოლოდ Ford-ისთვის, არამედ სხვა ამერიკული ავტომწარმოებლებისთვისაც გახსნა და სურს რომ ეს მიდგომა აშშ-ს ტერიტორიაზე სტანდარტად აქციოს.