17-24 დეკემბერს, პლატფორმის „სფიჩი“ და გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის „კავკასიადა“ ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) STEM მასტერკლასები ჩატარდება თემაზე „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“.
ქართველი მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ, კერძოდ, ნიკოლოზ სხირტლაძე, ზაქარია ფურცხვანიძე, ზურაბ გუგუჩია და ნიკოლოზ მესხიძე ახალგაზრდებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
გადაცემისთვის „ბიზნესნიუსი“ ნიუ-იორკიდან მიცემულ ინტერვიუში პლატფორმის „სფიჩი“ დამფუძნებელმა სოფო ჯაჯანაშვილმა მასტერკლასების შესახებ დეტალურად ისაუბრა:
პროექტის ამოცანაა, ხელი შეეწყოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების განვითარებას და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების გამოცდილების ინვესტირებას საქართველოში.
მასტერკლასების მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, შევსებული აპლიკაციის მიხედვით.
რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე შეგიძლიათ გაიაროთ აქ.
მასტერკლასებზე დასწრება უფასოა!
მასტერკლასები ტარდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით. პროექტი სრულად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.