LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტერლინგი, ანსარიფარდი და სხვები

60

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. ინგლისელმა “მონაკოსთან” მატჩში გოლთან ერთად საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

სტერლინგმა ხმების 35% მიიღო და აჯობა მეორე ადგილზე გასულ კევინ გამეიროს – “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა 28% დააგროვა.

მესამე პოზიციაზე ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერი პაულო დიბალა (19%), ხოლო მეოთხე ადგილზე “ლესტერის” მეკარე კასპერ შმეიხელი (17%) გავიდა.

 

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ კი უეფამ პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი კარიმ ანსარიფარდი დასახელდა, რომელმაც თურქულ “ოსმანლისფორის” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.

ანსარიფარდმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ, 65% მიიღო. მეორე ადგილზე 24%-ით გავიდა „ლიონის“ შემტევი ნაბილ ფეკირი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა “ალკმაართან” მატჩში. ასევე სამი გოლი გაიტანა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ფორვარდმა ლარს სტინდლმა “ფიორენტინასთან” შეხვედრაში, თუმცა მხოლოდ მესამე პოზიციასა და ხმების 7%-ს დასჯერდა.


ევროპა ლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩების შემდეგ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციისამებრ, სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი წარმომადგენელი ვიგოს “სელტას” ჰყავს, რომელმაც დონეცკის “შახტარი” დამატებით დროში დაამარცხა.

მეკარე: სერხიო ალვარესი (“სელტა”)

მცველები: გუსტავო კაბრალი (“სელტა”), ალბერტო ბოტია (“ოლიმპიაკოსი”), ნიკ ვერგევერი (“აიაქსი”)

ნახევარმცველები: იანის იონიოტასი (“აპოელი”), პოლ პოგბა (“მანჩესტერი”), ალეხანდრო პოცუელო (“გენკი”), ჟულიანო (“ზენიტი”)

თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ვინსენ აბუბაკარი (“ბეშიქთაში”), ლარს სტინდლი (“გლადბახი”)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები