როგორ უნდა ჩავიცვათ ზამთრის პირობებში ისე, რომ მოდურად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ? ქურთუკებს, პულოვერებს, პალტოებსა და ჟაკეტებს მამაკაცის გარდერობში ხშირად შევხვდებით. თუმცა მათი შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ახალი სამოსის შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა არის მოდაში და ამასთან ერთად, შენაძენმა თავი კომფორტულად უნდა გვაგრძნობინოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს. წამყვანი მოდის სახლები მუდმივად გვთავაზობენ უახლეს კოლექციებს. მიუხედავად იმსა, რომ ზოგს კლასიკური სტილი მოსწონს, ზოგსაც სპორტული და ზოგსაც შერეული, რა არის მოდაში, ამის ცოდნა ყველასთვის აუცილებელია.
ქურთუკები, პიჯაკები- ექსტრიმი და გლამური
წლევანდელ წელს კლასიკური სტილი ლიდერობს. დიზაინერები თვლიან, რომ მამაკაცები მუდამ მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ამინდისთვის და სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობდნენ შეექმნათ პრაქტიკული სამოსი. უახლესი კოლექციებიდან ყველაზე დიდი მოწონება ე.წ. კაპიშონიანმა ქურთუკებმა და პიჯაკებმა დაიმსახურა.
გარდა ამისა საკმაოდ პოპულარულია ”ბაიკერული” სტილიც. ტყავის ქურთუკები მუდამ იყო, არის და იქნება ერთ-ერთ ყველაზე მოდური სამოსი. ასეთი ტიპის სამოსი კომფორტულია როგორც კლასიკური სამოსის მოყვარული მამაკაცისთვის, ასევე სპორტული სტილის მოყვარულებისთვისაც. თუმცა დიზაინერების ნაწილი ცდილობს ქურთუკიც და პიჯაკიც გააერთიანოს და მომხმარებელს თანამედროვე სახის ზამთრის სამოსი შესთავაზოს.
წლევანდელ სეზონზე აშკარაა ფერთა სიუხვე, თუმცა ყველაზე პოპულარული კრემისფერი და თეთრია. აგრეთვე წითელი, მწვანე და ფორთოხლისფერი. ამასთანავე ძალიან მოდურია სამოსი, რომელსაც აბსტრაქტული ნახატები ახლავს თან, მაგალითად: ”სმაილები”, სხვადასხვა მელოდიური ხაზები. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მსგავსი აბსტრაქტული ნახატები თქვენს მამაკაცურობას დააკნინებს. პირიქით, ასეთი ტიპის სამოსი ქალბატონებს ძალიან ხიბლავთ.
პალტო – ელეგანტურობის გარანტი
პალტო მამაკაცებში მუდმივად დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მოდური და მიმზიდველია. გინდათ მუდამ მოდურად გამოიყურებოდეთ? შეიძინეთ პალტო, მაგრამ ეცადეთ საკუთარი თავი არ შეზღუდოთ და მხოლოდ კლასიკურ ვარიანტზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს.
ახალ კოლექციებში დიზაინერებმა მთელი რიგი სიახლეები შემოგვთავაზეს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია მოდაშია მილიტარული შეფერილობის პალტოები. გარდა ფერებისა, ახალ მოდელებში გამოყენებულია მილიტარული ფორმები და ელემენტებიც.
რაც ყველაზე მთავარია წლევანდე წელს დიზაინერებმა მაქსიმალურად მრავლად წარმოადგინეს მამაკაცის ახალი კოლექციები. სწორედ ამიტომ, კრიტიკოსები გვირჩევენ, რომ მივცეთ თავისუფლება ჩვენს არჩევანს და შევარჩიოთ ზუსტად ისეთი სამოსი რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ.