ოსკაროსანი მსახიობი, სიუზან სარანდონი პაპარაცები ობიექტივში ხშირად არ ხვდება. ამიტომ მისი გამოჩენა მუდამ დიდ ინტერესს იწვევს. ამჯერად 78 წლის ვარსკვლავი ნიუ-იორკის ქუჩებში, მარტო სეირნობის დროს გადაიღეს.
„ტელმას და ლუიზას“ ვარსკვლავი საოცრად ახალგაზრდული „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. მას „ბაიკერული“ ტყავის ქურთუკი ეცვა, რომელსაც ნაქარგები ჰქონდა. მის იმიჯს თავისუფალი სტილის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი ასრულებდა.
პალესტინის მხარდაჭერის გამო, ჰოლივუდმა სიუზან სარანდონთან ხელშეკრულება გაწყვიტა
ფოტო: 75 წლის სიუზან სარანდონი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს



