ქობულეთში ღამის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მოგლეჯილია ხეები.
ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელშიც ოთხი პირი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილში მსხდომი ოთხივე მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.
ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. რამდენიმე ოჯახის ევაკუირებაც გახდა საჭირო. დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
პრობლემებია გზებზეც -ადგილზე გზის გამწმენდი ტექნიკაა მობილიზებული.
სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია.