LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ჩრდილოეთ ევროპაში: შტორმ “მალიკს” მსხვერპლი მოჰყვა

137
1

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს თავს შტორმი “მალიკი”დაატყდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის არის 9 წლის მოზარდი.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში.

სტიქიის შედეგად ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიკეტა ხიდები, შეწყდა მატარებლებისა და ბორნების მიმოსვლა, რადგან ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ბერლინში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა და ჩეხეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g